„ბაიდენმა მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ 2012 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„სენატორი რიში და შაჰინი მოვიდნენ მეორე საღამოს და მათ მითხრეს დიდი მადლობა, იმისათვის, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ისინი მოვიდნენ მადლობის სათქმელად და მე ვუთხარი, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რაღაცაში?
ამის შემდეგ, მე ვნახე ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი ფენიქსში. მაკკეინმა თავისთან სახლში მიგვიწვია. ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე. მათი თანდასწრებით, მგონი, პრესაც იყო, მან თქვა, მე მინდა გითხრა, რომ შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.