გაგრაში დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა

7 იანვრის შუადღისას, ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეებმა ადგილობრივი ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ქვეყნის მასშტაბით. გაგრის რეგიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა.

მათივე თქმით,ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებს მიუახლოვდა.

ცეცხლის ჩაქრობის მიზნით უწყებიდან გაგზავნილ იქნა: ოთხი მეხანძრე და ერთი სამაშველო სამსახური ქალაქ გაგრადან,ასევე ერთი სახანძრო განყოფილება ქალაქ სოხუმიდან.

8 იანვრის დილის მონაცემებით, გაგრის რაიონში ხანძრის ზოგადი ადგილი ფრაგმენტული იყო.

ცეცხლის ალის ნაწილი მაღალმთიან ნაწილში გადავიდა. სანაპირო ზონაში კი მცირე ინტენსივობით გამოყოფილია ხანძრის კერები.

7 იანვარს, ასევე ადგილობრივი ხანძრები ჩააქრეს გუდაუთის მხარეში, სოფელ მგუძირხვას მიდამოებში და ოჩამჩირის რაიონის სოფლების რეკასა და ბასლახუში.

ასევე გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს ერთ ჰექტარ ფართობზე.

დღეს დილის 8:30 საათზე საგანგებო სამსახურმა ცეცხლის შესახებ შეტყობინება მიიღო ქალაქ ტყუარჩალში. ცეცხლი კერძო ხის სახლს გაუჩნდა.

მეხანძრეების სწრაფი მუშაობის მიუხედავად, სახლი მთლიანად დაიწვა.

წყარო: newposts.ge