ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებსაიტმა 2020 წლის სტატისტიკა შეაჯამა და ლიგაში მოთამაშეთა შორის, საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი დაასახელა.
„2020 წლის მეფე“ – ასე მოიხსენია ABC.COM-მა კლუბ „იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი.გიორგი შერმადინის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი იყო 592. მან ბევრ სახელოვან კონკურენტს აჯობა. მათ შორის ვალტერ ტავარესს (579), ნიკოლა მიროტიჩსა (547) და ფაკუნდო კამპაცოს (496).
შერმადინი წლის საუკეთესო მოთამაშე მეორედ გახდა. პირველად ეს 2017 წელს შეძლო. 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას ერგო.