“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, გუშინ საღამოს, ტელეკომპანია “მთავარზე”, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში, წერს:
“ჯორჯ ვაშინგტონი იყო! წავიდა ორი ვადის მერე! და აღარ დაბრუნებულა!
სააკაშვილი ორი ვადა იყო, წააგო, წავიდა – ჯორჯ ვაშინგტონს შეადარეს.
მაგრამ ვერ შეირგო შედარება და უკან სულთნად ბრუნდება, უშედეგოდ, 8 წელია.
საინტერესო ინტერვიუ მასთან, შეიძლება მართლა საინტერესო ყოფილიყო.
თუ კითხვებს დაუსვამენ – ეს ინტერვიუ არაა ცხადია.”
“ალია” შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში, ნიკა გვარამიამ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ შემოგვთავაზა, საუბრისას, სააკაშვილმა გაიხსენა 2012 წელი, ხელისუფლების გადაბარების პროცესი და თქვა რომ მაშინ, მაკკეინმა იგი ჯორჯ ვაშინგტონს შეადარა.