მიხვდით უკვე რომ ადამიანებს ვერ დააცალცალკევებთ და ვერ ჭრის შეშინება გათითოკაცებისთვის, – ამ შინაარსის მიმართვას ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვაკის ეკლესიაზე თავდასხმა ყოველგვარ საზღვარს სცდება.
სიჭინავას თქმით, ის მზად არის მამა შალვას კრიტიკოსებისგან დასაცავად მის გვერდით დადგეს.
„უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება ვაკის ეკლესიაზე თავდასხმა!! შობას ყველა შეკრებილი იყო ეკლესიაში თუ არა ერთმანეთთან სტუმრად!! მიხვდით უკვე რომ ადამიანებს ვერ დააცალცალკევებთ და ვერ ჭრის შეშინება გათითოკაცებისთვის !!! დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები!! სულ არ ვარ მამა შალვას მრევლი, მაგრამ თუ დავჭირდები მის გვერდით დავდგები ესეთი ვერაგი ბრძოლის ველზე!!!“,- წერს ხატია სიჭინავა.