აქცია ლაგოდეხში – მოსახლეობა საფინანსო ორგანიზაცია „საქართველო”-ს ბუღალტრის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეები შპს საფინანსო ორგანიზაცია „საქართველო”-ს ბუღალტრის, ამავე დაწესებულების დირექტორთან ერთად მსჯავრდებული პირის პატიმრობიდან განთავისუფლებას ითხოვენ.
სოფელ ჭაბუკიანის მკვიდრის, თამარ მეტრეველის მხარდამჭერები თვლიან, რომ მათ თანასოფლელს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და სასმართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრია.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დამხარებას და მისგან მსჯავრდებულების ამინისტიას ითხოვს.
თამარ მეტრეველი 2017 წელს, საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებთან, მერაბ ფერაძესა და თამაზ ლობჟანიძესთან ერთად, თაღლითობისა და სხვა პირების კუთვნილი თანხების მითვისებისათვის დააკავეს.
სასმართლომ ფერაძეს 10, ხოლო მეტრეველს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
საფინანსო ორგანიზაციას 2700- ზე მეტი დაზარალებული ჰყავს და სადაო თანხა 30 მილიონ ლარს შეადგენს.
დაზარალებული მეანაბრეები სხვადასხვა დროს, საპროტესტო აქციებს ქართული ოცნების ოფისთან ატარებდნენ.
წყარო: newposts.ge