მარია ზახაროვა: აშშ-ის საარჩევნო სისტემა არქაულია, ის თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

მოსკოვი ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეერთებული შტატების საშინაო საქმედ მიიჩნევს და ამერიკელ ხალხს უსურვებს, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაეტანოს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

”ეს შეერთებული შტატების შიდა საქმეა. ამავე დროს, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო სისტემა შეერთებულ შტატებში არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს, ქმნის მრავალი დარღვევის შესაძლებლობას და ამერიკული მედია გახდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს ”, – განაცხადა ზახაროვამ.