საფრანგეთში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაიწყო

EuroNews-ის ინფორმაციით, ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების გამო, საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგემება.

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი შეამცირონ.

1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის უკვე 61 შემთხვევა გამოავლინეს, საიდანაც 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა. გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.

წყარო: itv.ge