12 წლის მოზარდი ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13 სართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: itv.ge