ტრამპის კაბინეტი განათლების მდივანმაც დატოვა

დონალდ ტრამპის კაბინეტი განათლების მდივანმა, ბეტი დევოსმაც დატოვა.

გადადგომის შესახებ დაწერილ განცხადებაში ის ხაზს უსვამს ტრამპის როლს კაპიტოლიუმში მომხდარ ძალადობაში და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ერთადერთი სწორი საქციელია, რაც შეიძლება ჩაიდინოს.

“ჩვენ ბავშვები გვიყურებენ, რომლებზეც გავლენის მოხდენა მარტივია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს გუშინ გამოჩნდა” – ამბობს დევოსი განცხადებაში.

წყარო: report.ge