“უწმინდურობის, ცილისწამების, უსამართლობის, ანტიქრისტიანობის სათავე არის ქვეყანაში თვით კათალიკოს პატრიარქი და მის მიერ შექმნილი საპატრიარქო”

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეკლესია და საპატრიარქო ღრმა სულიერ კრიზისშია, ამაზე კი სწორედ, გუშინ გავრცელებული ეპისტოლე მიუთითებს.

პეტრე ცაავამ აღნიშნულზე კომენტარი „ტვ პირველთან“ საუბრისას გააკეთა:

“პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან გამომდინარე, შეიძლება სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ იქ მოხსენიებული უკეთურებანი, უწმინდურობის, ცილისწამების, უსამართლობის, ანტიქრისტიანობის სათავე არის ქვეყანაში თვით კათალიკოს პატრიარქი და მის მიერ შექმნილი საპატრიარქო, ეს არის აშკარა დადასტურება იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მმართველობის ორგანო, საპატრიარქო, არის ღრმა სულიერ კრიზისში“