შვილმა მამას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ამას წინ კონფლიქტი უძღოდა.
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში 35 წლამდე მამაკაცმა მამა ცივი იარაღით მოკლა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ვერსიით, მამა–შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც შვილმა მამას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ შვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ–ის 109–ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“სპუტნიკი”