ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს დროებით აჩერებს

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს დროებით აჩერებს. ინფორმაცია ამის შესახებ ოპერის თეატრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე” – წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

წყარო: Заявление руководства НОВАТа о назначении руководителя балетной труппы