პატრიარქს კორონავირუსზე ტესტი, შესაძლოა, დღეს ჩაუტარდეს.
ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც შორენა თეთრუაშვილის, როგორც კოვიდპაციენტის ინფიცირების და კონტაქტების ისტორიას სწავლობენ.
“შორენა თეთრუაშვილის მდგომარეობა უსიმპტომო და კარგია. რაც შეეხება პატრიარქის ტესტირებას კორონავირუსზე, ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ და ამის მიხედვით გადაწყდება ეს საკითხი. ამას თავისი დრო აქვს, ასე რომ ჯერ არ გადაწყვეტილა. პატრიარქის მდგომარეობა სტაბილური და ნორმალურია, მას არანაირი სიმპტომი არ აქვს,”- აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა.
ერთ-ერთ ვერსიად, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ინფიცირების წყაროდ მეუფე ანტონი განიხილება. ეს “კურიერთან” ცისანა შარტავამ დაადასტურა.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს COVID-19 5 იანვარს დაუდასტურდა. შორენა თეთრუაშვილს ვირუსის მატარებელ მეუფესთან კონტაქტი 2 იანვარს ჰქონდა.
“რუსთავი2”