როგორ ვახერხებდით ამას კომუნისტური რეჟიმის დროს?!…  ან ახლა რატომ ვერ ვახერხებთ?!

ამ დღეებში ყველა არხზე ხომ გადის ქართული ფილმები?
ხოდა კარგად რომ დავაკვირდეთ, ყველა ქართული ფილმი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაა გადაღებული- სულით ხორცამდე მხოლოდ ქართულია..

ყველა კადრი, მანერა, ხასიათი, ისტორია-მხოლოდ ქართულია, აბსოლუტურად ყველაფერი.
სხვათა შორის, ისეთი “რუსული ფილებიც”კი, როგორიცაა “მიმინო” და “არ იდარდო”.
ხომ არის ეს “უცნაური”?
როგორ ვახერხებდით ამას კომუნისტური რეჟიმის დროს?!
ან ახლა რატომ ვერ ვახერხებთ?!
30 წელი გავიდა და იაფფასიანი წამხედურობის გარდა, არაფერი გადაგვიღია ღირებული.
უცნაურობების ქვეყანა ვართ. .

რევაზ კილასონია