სენაკში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ხორში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მამამ ნახა.

“მთელი სოფელი ვიწვით ამ ტრაგედიით. მამას უნახავს ჩამომხრჩვალი“ – ამბობენ ადგილობრივები.

სუიციდის ფაქტი 8 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო: itv.ge