თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 878 კმ. სიგრძის TAP-ის მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით, სამხრეთ იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას განახორციელებს, 8 იანვარს ამოქმედდა.
“აზერბაიჯანულმა გაზმა იტალიას მიაღწია. ტრანს–ადრიატიკული მილსადენი (TAP) ახლა, უკვე ხელმისაწვდომია. სამხრეთის გაზის დერეფანი ექსპლუატაციაში ჩაეშვა. თურქეთის დახმარებით, ახალი გზა გაიხსნა, რომელიც ევროპის ენერგიით უსაფრთხოდ მომარაგებას გულისხმობს“ – ნათქვამია განცხადებაში.
TAP is now in service and Azerbaijan gas has reached Italy. Southern Gas Corridor has become operational. A new chapter has been opened in Turkey’s contribution to energy supply security of the rest of Europe. pic.twitter.com/dPac3Yur9u
— Turkish MFA (@MFATurkiye) January 8, 2021
წყარო: ptn.ge