წარმოუდგენელი სასწაული: გოგოები მათი დამარხვიდან 15 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს!

წარმოუდგენელი სასწაული: გოგოები მათი დამარხვიდან 15 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს!

ეგვიპტეში ერთმა მუსულმანმა თავისი ცოლი მოკლა და იგი თავის ორ შვილ გოგოსთან ერთად დამარხა: ერთი მათგანი მეძუძური ჩვილი იყო, ხოლო მეორე – 8 წლისა. მან გოგოები ცოცხლად დამარხა!!! ხოლო შემდეგ პოლიციაში განაცხადა, რომ გოგოები მათმა ბიძამ მოკლა.
15 დღის შემდეგ მოკვდა მათი ერთი ნათესავი. ეგვიპტეში არის ჩვეულება, რომ გარდაცვლილი ოჯახურ საფლავში დამარხონ, და ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ ნათესავის ცხედარი იმავე საფლავში დაეფლათ, რომელშიც დამარხული იყვნენ დედა და მისი შვილები. მაგრამ როდესაც გახსნეს საფლავი, თვალებს არ დაუჯერეს: მიწის ქვეშ ორი პატარა გოგო ცოცხლები იპოვეს!!!
ეს შოკისმომგვრელი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ ქვეყანაში; ბავშვების მამა დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. და, რა თქმა უნდა, უფროს გოგოს სეტყვასავით დააყარეს კითხვები: ყველას სურდა გაეგო, როგორ გადარჩნენ ისინი ცოცხლები ასეთ ექსტრემალურ პირობებში.
– მე მაჭმევდა ვიღაც კაცი თეთრებში, მზესავით ბრწყინვალე სამოსელში, ხოლო ხელებზე მას ღრმა ჭრილობები ჰქონდა, – უპასუხა გოგომ. – და კიდევ, ის დროდადრო ჩემ დედას აღვიძებდა, უმცროსი დაიკოსთვის რომ ეჭმია.
როდესაც გოგონას ეგვიპტის ნაციონალურ ტელევიზიაში ინტერვიუს ართმევდნენ, წამყვანმა (მუსულმანმა ქალმა) თქვა: «არავითარი ეჭი არ არის, რომ ეს იესო იყო, იმიტომ, რომ სხვას არავის შეუძლია ასეთი სასწაულის მოხდენა!».
ისლამისტები იესო ქრისტეს უდიდეს წინასწარმეტყველად თვლიან და უარყოფენ მის ჯვარცმას. მაგრამ ის ჭრილობები, რომლებიც გოგონამ მის ხელებზე დაინახა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ცდომილებასა და აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გააკრეს ჯვარზე! მისი სასწაულებრივი დახმარება გოგნებისადმი, ისევე როგორც სხვა ურიცხვი სასწაული, ნათლად მოწმობს იმის შესახებ, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ცოცხალია! ის ყოველთვის მზად არის ჩვენს დასახმარებლად მოვიდეს და გადაგვარჩინოს!
გოგონას სიტყვების ეჭვის ქვეშ დაყენება შეუძლებელია, იმიტომ რომ ის და მისი და ვერ შეძლებდნენ 15 დღის განმავლობაში საფლავში ცოცხლად გადარჩენას, თუკი სასწაული არ მოხდებოდა.
მუსულმანების ლიდერები ჩიხში აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ შეუძლიათ სასწაულის ჭეშმარიტება ეჭვის ქვეშ დააყენონ ან დაუმალონ ის საზოგადოებას: გოგონების საკვირველმა გადარჩენამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა და ბაგიდან ბაგეზე გადადის.
ეს ისტორია სხვებსაც გადაეცით. «და კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ. და იყოს უფალი სასო მისსა» (იერ. 17,7).

წყარო: https://www.iellada.gr/thriskeia/apisteyto-thayma-ta-koritsakia-poy-vrethikan-zontana-15-meres-meta-tin-tafi-toys

@თარგმანი «Трость Скорописца», 2021 წ.
ნებადართულია ტექსტის თავისუფალი გავრცელება პუბლიკაციის წყაროს მითითებით.

რუსული პუბლიკაციიდან თარგმნა ა. უნგიაძემ