ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი კაცი კლინიკაში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების თქმით, ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 30 წლის კაცი გუშინ ჯერ ახმეტის შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობა შეიყვანა. ირკვევა, რომ კაცს ოთხი ტყვია გულ-მკრედის, ფეხის და თავის არეში აქვს მოხვედრილი.
შემთხვევაა თვითმხილველები არ ჰყავს. მეზობლებს კი ხმაური არ გაუგია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
“იმედინიუსი”