ადამიანი, რომელსაც არ ესმის, ეროვნული ცნობიერება რა არის. ადამიანი, რომელიც მქუხარედ ეწინააღმდეგებოდა პატრიოტების რეზოლუციას- ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე.
ადამიანი, რომელიც 2016 – წლიდან ბოკერია – სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფების გაცოცხლებით არის დაკავებული და ყველაფერს აკეთებს მათ პოლიტიკურ ველზე დასატოვებლად სწორედ მასზე შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს გამორჩეული მტერია!
“ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო”- დავით გურამიშვილი წერდა მე-18 საუკუნეში და ვინ წარმოდგენდა, თუ ამგვარი სენი შეეყრებოდა ჩვენს ქვეყანას. ვინ წარმოიდგენდა, რომ სახელმწიფოს მართვას ეროვნული ცნობიერებისგან დაცლილი კოლექტიური კობახიძეები იკისრებდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანს სამართალს და სამართლიანობას წაართმევდნენ ერს!
ირაკლი ჯანყარაშვილი