ეს ისე, რომ ვიცოდეთ ისტორიულ ძმებზე- 1763წ, შობა დღეს, წამოემართნენ თურქნი იმერეთისკენ…

1763 წლის იანვარში, შობა დღეს, წამმოემართნენ თურქნი იმერეთისკენ. 13000 მეომარს მოუძღოდა არზრუმის ფაშა იბრეჰიმ ჯაყელი.

ორ ნაკადად მოთქარუნებდნენ. სოლომონი ,მტერს მოეჩვენა და უმალვე გაუჩინარდა. იბრეჰიმ ფაშამმ იმერთა უკუქცევა დაიჯერა და გულდანდობილად წამოვიდა ქვეყნის სიღრმეში. გზაზედ სებეკას ციხე აიღეს და გაძარცვეს თურქებმა,მიულოდნელი ჩასაფრებით თავს დაეცა სოლომონი გათამამებულ მტერს, 5000 ქართველი ეკვეთა ოსმალოს და მწარე მარცხი აგემა. თოვლიანი ბრძოლის ველი სისხლით შეიღება და გვამებით ჩაიხერგა. ახალციხის გზას მიაშურეს დამარცხებულმა და შიშით ხელდარეულმა ოსმალოებმა. გამოედევნენ ქართველები და კვლავ მრავალი დახოცეს თოვლითა და შიშით მუხლმოკვეთილი მოსისხლენი. გამარჯვებულებს ხელთ ჩაუვარდათ თურქული დროშები, ცხენები, საჭურველნი.
ეს ისე, რომ ვიცოდეთ ისტორიულ ძმებზე…

მათე სარკინეთელი