“მართლა რამხელა მისიით დაუბადებია უფალს?! ცაზე მაღალი ყოფილხარ!”- ლევან რატიანმა ინფიცირებული ფეხმძიმე სიკვდილს გადაარჩინა

კოვიდინფიცირებული ფეხმძიმე, რომელიც პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო,  ლევან რატიანმა გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელა საღინაძე წერს.

როგორც მომხმარებელი სოციალურ ქსელსი წერს, ლევანს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა ქალს და ასეც მოხდა.

„შობის ღამეს მართლა ხდება სასწაულები და მას უფლისგან მოგზავნილი ანგელოზები ახდენენ. ირგვლივ ყველაფერს ჯადოსნური ძალა აქვს, რაღაცას ელოდები უსაშველოდ ამაღლებულს და უდიადესს. ახლა გული ისე გამალებით მიცემს, ლამისაა ამოვარდეს საგულედან.

სასწაულია, აბა რა არის, ეს შობის ღამე ქუთაისელი ნინოსა და მისი ოჯახისთვის! სულ რამდენიმე საათიც და ნინო თავის შვილიკოებს დაუბრუნდება და ჩაეხუტება. სულ ცოტაც და ნინოს დედიკო მეორედ დაბადებულ შვილს ჩაიკრავს გულში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ლოცულობდით ნინოსთვის და გულშემატკივრობდით. ნინო მეორედ დაიბადა უფლისა და ლევანი ექიმის წყალობით!

ხო, ლევან ექიმია შობის და ქრისტეს მახარობელი ამ ნინოსთვის და ვინ დათვლის კიდევ რამდენი ნინოსთვის. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ექიმს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა და აჰა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა მონატრებულ შვილებს, დედას კი შვილი დაუბრუნა, შვილი. მადლობა უფალს, რომ მეც გამხადა ამ საოცარი სიხარულის თანამონაწილე და თანაზიარი. არ ვიცი, ვერ ვაგნებ რა ჯილდო ეკუთვნის ლევან რატიანს ასეთი უზარმაზარი პასუხიმგებლობის, პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის!

მართლა რამხელა მისიით დაუბადებია უფალს?! აჩუქო ადამიანებს სიცოცხლე, შვილებს – დედა, დედას – შვილი, ამაზე დიდი მართლაც არაფერი არსებობს ამ ქვეყნად. მართლა მიკვირს და თან რანაირად უნდა მოახერხო, თეთრადგათენებული ღამეების მიუხედავად, სატელეფონო ზარებს უპასუხო და უზარმაზარი იმედი მისცე ადამიანებს! აი, ამიტომ ლევან რატიანი არის ჩემი წლის ადამიანი! ცისხელაათქო და არა, ცაზე მაღალი ყოფილხარ! მრავალ ქრისტეშობას, ქრისტეს მახარობელო!“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.