მე არ ვიცი, რა ქვია ამას…რაღაცა ქვია, ალბათ, მაგრამ არ მახსენდება ამ მდგომარეობის გამომხატველი სიტყვა ქართულში, არც მინდა რომ გვქონდეს…

ჯულიეტა ვაშაყმაძეს რომ აგინებდნენ, იმდენჯერ და ისე, არ მახსოვს, ვინმე ეგინებინოთ, ვინც არ აგინებდა (გინებამოძულეები) წყევლიდნენ, “სვეცკი მაგინებლები @გოფრავდნენ@, ძალად მაგარი ტიპები ტყ-ს გამოთქმით იძახდნენ…

გარდაიცვალა და ამ მაგინებელთა არმიიდან ერთმაც ვერ გაბედა გინების გამეორება, ერთმაც… თითქოს ჯულიეტას არ აგინებდნენ წლები, ისე დაწერეს სამძიმრის წერილები… ფეისბუქცრემლი გაატანეს და რაღაცის და ვიღაცის ცრუ ვალი ყალბად მოიხადეს.
ახლა ნაციონალების მომხრე გარდაცვლილა, არ არის ცნობილი კაცი, არც მუსიკოსია, არც პოლიტიკოსი, ამიტომ მისი გინება სიკვდილის მერე არ ტეხავს და დაათრევენ კედლებზე, ეგ კაცი გვწყევლიდა და გვაგინებდა და კი ჩაძაღლდაო, თითქოს თავად რომ იგინებიან და იწყევლებიან, ჩასაძაღლებად ემეტებოდეთ თავი…
კობა დავითაშვილმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერა, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირულიო… უფულობა ერქვა მის ტანჯვას, წამლის ფული არ ჰქონდა. ბოლოს ნოემბერში დიმიტრი ხუნდაძესთან უსაუბრია და ხუნდაძეს უთქვამს, ოპერაციაზე პანდემია რომ ჩაივლის, მერე დამირეკეო, თითქოს, გეგმიური ოპერაცია სჭირდებოდა კობას. არც ერთ უცხოურ კლინიკაში არ გაუვლია რეაბილიტაცია… მოკვდა და ყველას გაახსენდა, როგორ სცემეს კობა იმ სისხლიან 9 წელში და არავის გახსენებია, როგორ არ უმკურნალეს კობას, ამ 8 წელში…
ზურა დოიჯაშვილი კვდება უცხო მიწაზე და მისი ჩამოსაყვანი ფული გახდა სამათხოვრო…
არადა, ვეფხი და მოყმის ძეგლი გვიდგას შუა ქალაქში…
ვეფხი და მოყმის შთამომავლებს, ჩვენ ჩვენი მკვდრები გვყავს აკიდებული და მარტო იმათ დავტირით…
ჩვენ ჩვენი მკვდრები გვყავს, და მაინც, ის ჩვენი მკვდარიც, ზოგჯერ სიცოცხლეში არ გვახსენდება…
მე არ ვიცი, რა ქვია ამას…
რაღაცა ქვია, ალბათ, მაგრამ არ მახსენდება ამ მდგომარეობის გამომხატველი სიტყვა ქართულში, არც მინდა რომ გვქონდეს…

სოციალური ქსელი:  თამო კეშა