„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.

მისივე თქმით, მესამე ტალღა აპრილში დაიწყება და მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია.