ყაზახეთი პარლამენტს ირჩევს

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მისაღებად 5 პოლიტიკური პარტია იბრძვის.

წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის პარტია „ნურ ოთანს“ აქვს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 107-კაციან პარლამენტში 98 მანდატს პარტიული სიით არჩეული კანდიდატები მიიღებენ, 9 მანდატს კი საკონსულტაციო ორგანო „ყაზახეთის ხალხთა ასამბლეა გასცემს.

პარლამენტს ყაზახეთში 5 წლით ირჩევენ.

 

“იმედინიუსი”