“შენი საგინებელია ტრამპი ბი(ჯ)ო?’…”- ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა “ისტობა” ანუ ბელადომანია-მესიანიზმისკენ მიდრეკილება და პიროვნებების განდიდებაა…

ეხლა ვნახე ერთ-ერთ გვერდზე ჩემი სრულიად ჯანსაღად მოაზროვნე მეგობარი წერდა ტრამპის მისამართით სრულიად ლოგიკურ და ადექვატურ კრიტიკულ დამოკიდებულებას , (რომელსაც მეც სრულად ვიზიარებ) მაშინვე გამოუხტა ქართველი ტ რ ა მ პ ი ს ტ ი :

” შენი საგინებელია ტრამპი ბი(ჯ)ო?” და შემდეგ ფაქტიურად პირად შურაცხყოფაზე გადავიდა , ამიტომ ვიმეორებ გამუდმებით ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ი ს ტ ო ბ ა ანუ ბელადომანია-მესიანიზმისკენ მიდრეკილება და პიროვნებების განდიდებაა , ქართველი პოლიტიკოსების არ სიყვარულის და კრიტიკის გამო რომ გვლანძღავენ მათი ი ს ტ ე ბ ი ს არ გვეყოფოდა ეხლა ოკენის გაღმა პოლიტიკოსისტებიც შემოგვერია ერში , ტრამპის არ სიყვარულის გამო რომ გაგლანძღავენ იმ ქვეყანას ეშველება რამე ?
P.S. ტრამპი რომ კონსერვატორი ჰგონიათ და ანგლოსაქსური კონსერვატიზმის ბუნებაში არსებობის სჯერავთ , ეს კიდევ ცალკე კურიოზი და ტრაგედია არის ერთდროულად .

ბაჩო გაჩეჩილაძე