სოფელ მამათში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გურიაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სოფელ მამათში ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გუშინ გაუჩდა, იყო რამდენიმე კერა.

რთული რელიეფის გამო, კერებთან მაშველთა ცოცხალი ძალა მუშაობდა, სამუშაოში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები აჭარიდან, ასევე – ადგილობრივები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 

“იმედინიუსი”