თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ, რასაც ახლობლები და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.

მათი თქმით, თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.

როგორც საქართველოს პირველ არხს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზე იმყოფება და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

მათივე ცნობით, წიკლაური გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობს და მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.