ამ წამს ველაპარაკეთ ექიმს, ცოცხალია და სტაბილურადაა – თემურ წიკლაურის შვილიშვილი

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა მცდარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის შვილიშვილი წერს.

“მეგობრებო, ვინც პოსტავს ბაბუაჩემ თემურ წიკლაურზე რომ გარდაიცვალაო არის სრული ტყუილი და სისულელე. არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი რომელიც ამწამს გავრცელდა. ახლა ველაპარაკეთ ექიმს და ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის”,- წერს ანდრო გოგიბედაშვილი.

ცნობისთვის, თემურ წიკლაურს კორონავირუსული ინფექცია აქვს და ის გორის ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.