ინდოეთის რამდენიმე შტატში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა

ინდოეთის 6 შტატში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყანაში ქათმის ფასი ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ შემცირდა. 10%-ით დაეცა კვერცხის ფასიც.

ცენტრალური და შტატების ხელისუფლების აცხადებს, რომ ქათმის ხორცი და კვერცხი მოხარშვის შემდეგ სრულიად უსაფრთხოა.

წყარო: itv.ge