ინდოეთში მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვაქცინაციაზე სრულ უარს აცხადებს

ინდოეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Indian Express წერს.

გამოცემის ცნობით, LocalCircles-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად უფასო იქნება, მაგრამ ვაქცინის უფასოობა მაინც ვერ ხიბლავს ინდოეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს!

წყარო: bm.ge