“ივანიშვილი მხდალია, თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში” – სააკაშვილი

“ივანიშვილი მხდალია, თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “TV პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

კითხვაზე, ივანიშვილის წასვა პოლიტიკიდან რას შეცვლის მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით? – პასუხობს:

“არაფერს არ შეცვლის, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე ჩემ გუნდთან ერთად ქართული სახემწიფოს შემქმნელები ვართ, ეს არარაობა კი ქართული სახელმწიფოს დამსამარებელია. მან დაასამარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.