„ლიზინის ნაკლებობა თუ არ გაქვთ, ვირუსი არ შეგეყრებათ“ – მარინა ტოტოჩავას სასარგებლო რჩევები

ექიმი მარინა ტოტოჩავა, ამინომჟავების ნაკლებობის და „კოვიდ 19“-ის პროფილაქტიკის შესახებ, საზოგადოებას, რეკომენდაციებს აძლევს და სოციალურ ქსელში, საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

რეკომენდაციები სიცოცხლისათვის:

1 – თუ იზოლეიცინი გაკლიათ, რაც არ უნდა იმკურნალოთ, ჰემოგლობინი, მხოლოდ, დროებით დაჯდება ნორმაზე. ასევე, არასდროს არ დარეგულირდება, დიაბეტის დროს შაქარი. ასევე, კანი, ყოველთვის პრობლემური იქნება.

2 – ქალს, ძალიან უჭირს 40 წლის ასაკიდან – კაცს კი, 50. ჰორმონები, პენსიაზე გასვლას აპირებენ. ამისთვის, ორგანიზმი უნდა გადახალისდეს, ახალი სიცოცხლე და შევსება განიცადოს, რომ ჰორმონებმა ფარხმალი, სამუდამოდ არ დაყარონ.

ამ ასაკში, ჰორმონალური რევოლუციები და ორგანიზმის თავიდან გადაწყობა ხდება. დახმარების გარეშე, უმართავი ორგანიზმი ვერ უძლებს და სხვადასხვა დაავადებები გამოვლინდება. ამიტომ ხშირ კონტაქტზე იყავით თქვენ ექიმთან, რომელსაც თქვენი ორგანიზმის ხმა ესმის.

ეს საუბარია, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზე. ხოლო პრობლემური ადამიანები, უფრო ხშირ კონტროლს საჭიროებენ. ამიტომაა ქალები 40 წლიდან, თითქმის ყოველდღე, რაღაც ჩივილზე წუწუნებენ – კაცები კი, ბრაზიანი ხდებიან.

3 – ხშირია შემთხვევები დღეს, რომ ადამიანს გული, ზოგადად, არ აწუხებს, მაგრამ რაღაც მომენტში შეწუხდება და კვლევაზე ექსტრასისტოლია უდგნდება.

ხშირად, ისე წუხდებიან ადამიანები, მკერდის ძვალთან უსიამოვნო შეგრძნებებით, რომ შუასაყარის კიბოს გამორიცხვის აუცილებლობა დგება. ეს სიმპტომი ხან მარტოა, ხან ექსტრასისტოლური არითმიის სახით.

რა ხდება ამ დროს? – მიოკარდში, იმპულსების გადაცემის უნარი, მოჭარბებულია. სინუსის კვანძის ავტომატური გადაცემის მექანიზმი, დაკნინებული.

პირველი თაობის ჰეისმეკერის გადაცემული იმპულსები, ვერ ახერხებენ ახალ პათოლოგიურ კერებში, აგზნების დაოკებას. შედეგად ამისა, ჭარბი ახალი იმპულსები ჩნდება. ასევე, აგზნების ახალი კერების მიზეზია, მიოციტთა ელექტრონული დისბალანსი.

ასეთი შემთხვევები არის – მოწამვლის და შედეგად გამოშრობის დროს, გულის მედიკამენტების არასწორი დოზით დანიშვნის დროს, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტების, გადაჭარბებული დოზით დანიშვნის დროს.

იოდის პრეპარატის დოზა, უკიდურეს სიზუსტეს მოითხოვს. აგზნების ექტოპიური კერები, გულის რიტმს არღვევს და გულის ნორმის ზევით, მეტ შეკუმშვებს ახდენს.

აგზნების ასეთი კერების გაჩენა და შედეგად, გულის ნორმის ზევით შეკუმშვების სიხშირე არის – ექსტრასისტოლია.

4 – ტრიფტოფანის გარეშე, ვერ ხდება ნიაცინის და სეროტონინის შექმნა. ქოლესტერინის არსებობას თავისი მექანიზმი აქვს და ეს ბევრჯერ განვიხილე აქ.

მაგრამ, ქოლესტერინი არ დაიწევა, მის დამზიანებელ მექნიზმების გამოსწორებასაც რომ ვეცადთ, თუ ტრიფტოფანი და ლიზინი აკლია ადამიანს. ვინც იცის ფიზიოლოგია, ის კურნავს რეალურად ქოლესტერინს და წარმოუდგენლად მიაჩნია ის მედიკამენტები, რაც სამკურნალო შაბლონადაა დანერგილი.

ისინი, მხოლოდ, ზეწოლაა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მხოლოდ ანალიზში მიმალვას ემსახურებიან. უჯრედის ინსულინისადმი რეზისტენტობაც, ამ დროს უმაღლესი რომ იყოს, ისიც ანალიზში თვალს ეფარება და ადამიანს ვერ ეხსნება – უეცარი სიკვდილის, ინსულტის, ინფარქტის და ანევრიზმის შანსი.

სეროტონინის, ტრიფტოფანის, ქოლინის ანუ, ბე მეოთხე ვიტამინის, რომელიც ნეირონების ხერხემალია, ლ-თეანინის, რომელიც ასევე, ნეირონეიბის ხერხემალია, ფაბას, ანუ ანტისტრესინის. ანუ ბ 10 ვიტამინის ნაკლებობა მთავარი მიზეზია – შაკიკის, უძილობის, შფოთვების, დეპრესიის, კლიმაქსის, გულის და თავის ტვინის არტერიების სპაზმის, გულის, ღვიძლის, პანკრეასის დაზიანების.

ნიაცინი არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთიერება, ორგანიზმის მეტაბოლური ცვლებისთვის და ჯანმრთელობისთვის. ის ბე მესამე ვიტამინია. ის ყველაზე უფრო მეტი არის, გახუხულ პურში. სტრესის და დეპრესიის დროს, ქოლინი დაშლილია სულ.

ასევე შაკიკის დროს. იმაზე რეგრესული ადამიანი, დღეს არავინ არ არის, ვისაც ვიტამინები გამსუქებელი ჰგონია . წონამომატებული ადამიანები, სწორედ, ვიტამინურ შიმშილს განიცდიან და ამიტომ არიან მსუქნები.

5 – პანკრეასი არ დაავადდება, თუ ორგანული ცილები შიმშილს არ დაიწყებენ. შედეგად არის დიაბეტი, რომლის საწყის მექანიზმში პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედების დაზიანებაა

6 – რატომ შედის თუთა და თეთრი ლობიო, დიაბეტის ყველაზე საუკეთესო ევროპული მედიკამენტების შემადგენლობაში. იმიტომ, რომ ისინი შეიცავენ იოდს. ჩამორჩენილი მედმუშაკი, თუთას უკრძალავს დიაბეტიანს.

მე ბევრჯერ ჩამოგითვალეთ, იოდის შემცველი საკვების სახეობები. ახლა ვიტყვი, ბავშვები ყველაზე მეტად საიდან იღებენ იოდს – წიწიბურა, ზღვის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზი, ინდაური, წითელი ხიზილალა, მოცვი, თეთრი ლობიო, თუთა , რძე.

7 – ორსულმა არ უნდა იმკურნალოს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით. შეიძლება ამის გამო, ბავშვმა დაბადების შემდეგ, რაღაც დროში, სქესი შეიცვალოს.

8 – თუ ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, შაქარი აწევია, მას ღვიძლში უპირობოდ აქვს ქოლესტერინისგან გაცხიმებული, გადაგვარებული და დაზიანებული ჰეპატოციტები, ანუ, ღვიძლის უჯერედები. რაც წონის კლებაში ხელს უშლის და გადაუგვარებს სანაღვლე გზებს, შემდეგ კი კუჭნაწლავს.

თუ თქვენ გეუბნებიან, რომ დიაბეტი არ გაქვსო, ეს არის შეცდომა. თქვენ უნდა ეძებოთ, ლატენტური დიაბეტი. მანამდე კი, ეს შაქრის აწევა ტვინისგან სიგნალი იყო, რომ დაზიანებული გაქვთ ღვიძლი.

დღეს კარგად ხართ, მაგრამ დროთა განმავლობაში გული დაიწყებს დაზიანებას. თუმცა, გული სერიოზულ დაზიანებამდე, ხან თავს შეგახსენებთ – პერიოდული ტაქიკარდიით, ბრადიკარდიით, გარდამავალი დროებითი ტკივილით, ან უსიამოვნო შეგრძნებით.

იცოდეთ, თქვენს გენეტიკურ პროგრამაში დევს – ბე ტიპის დიაბეტი. ტვინმა, ამის სიგნალი მოგცათ და არ გაქვსო შაქარი, არ დაიჯეროთ. აქცენტირებული იყავით, ლატენტური დიაბეტის გამოვლინებაზე.

9 – დაფნა დაამატეთ ყველა საჭმელს. ჯანმრთელობა განმტკიცდება საკმაოდ.

10 – ზოგს უხარია, ედსი დაბალი მაქვსო, ანუ ერითროციტების დალექვის სიჩქარე. ედსის შენელება ორგანიზმის ექსიკოზის, ანუ გამოშრობის ნიშანია.

დაბლა დაწეული ედსის დროს, წყლით გაღარიბებულ ორგანიზმში, სისხლის წებოვნება მომატებულია. შედეგად, თრომბირების პროცესი დაჩქარებულია.

11 – ქრონიკული ინსულინისადმი რეზისტენტობა, იწვევს – ჰიპერინსულინიზმს. ადამიანი სუქდება და ინფარქტის და ინსულიტის რისკის წინაშე დგება. რაც უფრო მაღალია რეზისტენტიბა, მით უფრო არ ჩანს ანალიზში.

არ მოტყუვდეთ და ცრუ გაჯანმრთელება არ დააფიქსიროთ. სანამ ინსულინისადმი რეზისტენტობა არ ჩადგება ნორმაში, მანამ იქნება ინფარქტის და ინსულტის რისკი.

12 –  მეხსიერების ნაადრევ პრობლემებს ყველაზე მეტად, სოკო იწვევს ორგანიზმში.

13 – ვაგოტონინი – არის ცილა. ის მთავარ როლშია, ერითროციტების წარმოქმნაში. ნერვული სისტემა, მისი ნაკლებობის დროს უძლურია და დაზიანებული.

ცენტროპნეინი – ცილაა. ის ასუნთქებს ადამიანს,. აფართოებს ბრონქებს. როცა ასთმას ვმკურნალობ, ამ ცილის შევსებაზე მაქვს აქცენტი.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, არ არის ასთმის რეალური მკურნალბა  – მედროლი და დექსამეტაზონი. ასთმის დროს, ადამიანს, ბევრი რამ აკლია. ასევე, ბევრი რამისგან, დეტოქსიკაცია სჭირდება.

ვისაც ასთმა აქვს, მათ ყველას პანკრეასის პრობლემა აქვთ ლატენტური. ვისაც იშემია აქვს და ჟანგბადი აკლია – ცენტროპნეინი უნდა გამოიკვლიოს. ასევე პანკრეასი და ცილები. ცენტროპნეინის რეგულირების გარეშე, იშემიას და სუნთქვის უკმარისობას, ვერ მოიხსნით.

14 – თიროზინზე ვიტილიგოს თავში გესაუბრეთ. კერძოდ, რას აკეთებს ის, მელატონინის გამომუშავების დროს. თუ თიროზინი დაქვეითებულია, ფარისებრი ჯირკვალი სულ პრობლემაში იქნება, ანუ ჩიყვის და მასთან ასოცირებული დაავადებების რისკია, თიროზინის დაქვეითება.

15 – ხშირია ექიმის ფიქრი და დილემა, ეს გულის შეტევაა, თუ ნაღვლის ბუშტის. როცა პარკუჭოვანი უკმარისობაა, ეს კითხვა დაისმება და ამის განსასხვავბელი სიმტომებიც არსებობს.

ანუ. პარკუჭოვანი უკმარისობის დროს, იმ მომენტში, ნამდვილად ნაღვლის ბუშტია, გულის გამწვავების ტენდენციით. მაგრამ დასაწყის მომენტში, მაინც იზოლირებული არიან.

თუმცა მაინც ხდება შეცდომები, მაგრამ ახლა, ყურადღებას ვამახვილებ იმ ფაქტზე, რომელიც ძალიან ხშირია ცხოვრებაში. ანუ – ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთებადი პროცესის დროს, პერიოდულად არის, გულის გვირგვინოვნი არტერიების სპაზმი.

ასევე, კუჭის რეცეპტორების გაღიზიანების დროს, გასტრო-კორონალური რეფლექსია, გულის გვირგვინოვნი ატერიის სპაზმის სახით.

ამ ბოლო ორ შემთხვევაში, ორივე თანაბრად მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი ვარიანტი, სიმძიმის მექანიზმით, უფრო რთულია.

მეორე ვარიანტის დროს, დაკვირვებულ პაციენტს ვერ გაურკვევია, ეს ნევრალგიული შეტევაა ბეჭში, თუ გულია.

დიახ, ეს გულიცაა და ნაღვლის ბუშტიც, გამოხატული ნევრალგიის სიმულაციით, ან რეალური არსებობით ბეჭის არეში. მაგრამ, ყველა ამ შემთხვევების მიზეზი, სისხლის მიმოქცევის და მიკროცირულაციის ცენტრალური მოშლაა.

16 – ლიზინის ნაკლებობა თუ არ გაქვთ, ვირუსი არ შეგეყრებათ. კოვიდს, აუცილებლად გადაურჩებით. ლიზინი მტკიცე ჯაჭვით ეღობება ვირუსების შემოსვლას ორაგანიზმში.

ოღონდ, მისი დეფიციტი არ უნდა იყოს. რაშია ყველაზე მეტად ლიზინი –  ბალახის და სიმინდისმჭამელ ქათმის კვერცხში, ჯანმრთელი ძროხის ხორცში, ხბოს ხორცში, ცხვრის ხორცში, ინდაურში, ლობიოში, მუხუდოში, ვირთევზაში, ნიგოზში და სხვა .

ანუ ისეთ საკვებში, რომლებიც თუთიის სიჭარბით , რომ გამოირჩევიან. კოვიდი, სწორედ თუთიის დეფიციტით გამოირჩევა. ანუ უფრო ისეთ ორგანიზმებს ჯაბნის, რომელთაც თუთია აკლიათ. გემოს და ყნოსვის დაკარგვა, კოვიდის დამახასიათებელი ნიშანი კი არ არის, არამედ თუთიის ნაკლებობის ნიშანია.

ლიზინს, თანამედროვე ევროპულ მედიცინაში, ანტივირუსულს ეძახიან. ლიზინი, ძვალს და კოლაგენს ქმნის. კალციუმის ათვისებაში ეხმარება ორგანიზმს.

ლიზინი ანტისხეულებს, ჰორმონებს, ფერმენტებს ქმნის. ქსოვილების აღმდგენია. ლიზინის დაცემისას, იმატებს ტრიგლიცერიდები, ანუ ქოლესტერინების ცვლა ირღვევა.

ლიზინი ა ვიტამინის ამთვისებელია. ა ვიტამინი, თუ არ დაეცა, ადამიანს, ფილტვების ანთება არ დაემართება. ვისაც ლიზინის და თუთიის ნაკლებობა აქვს, უფრო იმ კატეგირიას ემართება კოვიდი და ურთულდება. ბევრი პრაქტიკული მაგალითით დავამტკიცე ეს.

17 – ქალბატონებო, როცა აკეთებთ ღომს, ნუ ეცდებით მისი ტრადიციული ჯოხით დაბეგვას. უპირველესად, ღომი, არ უნდა გარეცხოთ. ამას, ჰიგიენის პედანტი გეუბნებით.

მჭადის ფქვილს, ხომ არ რეცხავთ! ღომში, ისეთი სასიცოცხლო ნივრიერებებია – ანტისხეულები, ცილები, ამინომჟავები, განუმეორებელი თვისებების ვიტამინები, რომლებიც ადამიანის მკურნალი არიან.

მასში კოლაგენია, რაც ძვალსახსართა და კანის სიჯანსაღეს განაპირობებს. თითეული ჩარტყმა, დაჟეჟვაა ამინომჟავების.

ისინი, გენეტიკური ჯაჭვის, სასიცოცხლო ენერგიის გადამტანი არიან. ის რძე, რომელსაც ღომისგან რეცხავთ, სიცოცხლის წლების შემმატებელია.

უცხოელი მოგზაურები, აღწერდნენ, მეგრელი ქალების სილამაზეს. ამას ხსნიდნენ, ღომის და ლობიოს ხშირი მირთმევით.

კოლაგენი, ყველზე სენსიტიური ცილაა. მისი სწორი გამოყენებით, მოსალოდნელი გულის ოპერციისგან და ინსულტისგან იხსნის ექიმი, ადამიანს.

ის, ადრეკადებს სისხლძარღვებს. სასიცოცხლო რძეს, ონკანში ნუ ჩაუშვებთ და ნუ დაბეგვავთ ამინომჟავებს და იშვიათ ცილებს!

მე მხოლოდ, დანის პლასტიკური მოძრაობით ვურევ. უკვე, დაბალი ტონია მაღალ კულინარიაში, ჩაზელვების რიცხვის სიმრავლით ტრაბახი“ – წერს ტოტოჩავა.