“ბიძაჩემი ძალიან არასტაბილურია და ის დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას დაკავებული პოსტიდან” – ამის შესახებ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძმისშვილი, მერი ტრამპი აცხადებს.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
“ყველა ადამიანი, ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა, უნდა დააპატიმრონ, გაასამართლონ, მძიმე სასჯელი მიესაჯოთ. მათ შეურაცხყვეს ჩვენი დემოკრატიის საფუძვლები” – აცხადებს მერი ტრამპი.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე მერი ტრამპი ასევე ამბობდა, რომ დონალდი დამარცხებას ასე მარტივად არ შეეგუებოდა.
წყარო: itv.ge