მოქალაქეების ნაწილი პრემიერს და მთავრობას მიმართავს!
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას და საქართველოს მთავრობას!
ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა საერთოდ არ არის კავშირში კოვიდის გავრცელების შეჩერებასთან და წარმოადგენს მოსახლეობაზე განხორციელებულ ფსიქპლოგიურ შეტევასა და სრული დამორჩილების აქტს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით, საქართველოს ისედაც ღარიბი მოსახლეობა, კიდევ უფრო მეტად ღარიბდება. ასევე აღსანიშნავია, რომ არცერთ ქვეყანაში ტრანსპორტის მუშაობა არ გაჩერებულა, არც კომენდანტის საათის დაწესება და ასევე არც ღია სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება, ვირუსის გავრცელების შეკავებას არ ემსახურება და ის წარმოადგენს ზოგადად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების სრულ უგულველყოფას!
სავაჭრო ობიექტების დაკეტვით, საქართველოს ისედაც უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, უმუშევართა რიგები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ერთი ცენნტრიდან მართული, შეზღუდვები მართალია მრავალ ქვეყანაში დააწესეს, მაგრამ საქართველო ამ ქვეყნების უმრავლესობას ვერც ეკონომიკით და ვერც მათ მიერ მოსახლეობაზე გაცემული სოციალური პაკეტით ვერ შეედრება. შეზღუდვების დაწესების მომხრეებს სურთ საზოგადოებაში დახატონ სურათი, რომ სასწორის ერთ მხარეს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ხოლო მეორე მხარეს მატერიალური კეთილდღეობა და კომფორტი. რაც მტკნარი სიცრუეა, სასწორის ორივე მხარეს ადამიანების სიცოცხლეა. დაწესებული შეზღუდვებითა და ყოველდღიური კორონა სტატისტიკის გამოცხადებით, მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება, პანიკა და შიში კი აქვეითებს იმუნურ სისტემას, რაც ადამიანებს ვირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის და ამავდროეულად გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანების ფსიქიკასა და ჯანმრთელობას.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:
1 – აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა
2 – დაუყოვნებლივ მოიხსნას სრულიად გაუმართლებელი კომენდანტის საათი
3 – მოიხსნას შეზღუდვები სავაჭრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ ობიექტებზე
4 – დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოიხსნას ღია სივრცეში ნიღბის სავალდებულო ტარება, რაც პირიქით ადამიანების ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნის!
5 – დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველდღიური “კოვიდსტატისტიკის”, ანუ იგივე “კოვიდ” ისტერიკის დათესვა და მასობრივი საშუალებებით მისი გამოცხადება!
ხელს აწერენ: ზვიად ტომარაძე (ერი და სახელმწიფო), ხატია სიჭინავა (ჟურნალისტი), ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ-ლინგვისტი), ბესო დანელია (იურისტი), შოთა გლურჯიძე (მხატვარი), ზაალ ლუხუტაშვილი (მწვანე მომავალი საქართველოსთვის), ბექა რამიშვილი (რეჟისორი), მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი), ზაზა დავითაია (ჟურნალისტი, უფლებადამცველი), რამაზ გაგნიძე (ექიმი), ქეთი მიქაძე (ჟურნალისტი), შორენა შანიძე (ისტორიკოსი), ირაკლი აბაშიძე (ეკონომისტი), შორენა პირველი (ჟურნალისტი), სოფიკო სოხაძე (ხელოვნებადმცოდნე), ქეთევან ბურნაძე (გიდი, ტუროპერატორი), ლია ხიდაშელი (უცხო ენების სპეციალისტი), სოფია ვარაზი (მხატვარი), თამარ გლურჯიძე (ფსიქოლოგი), მაია ჯანაშია (უძრავი ქონების ბროკერი), დიმიტრი ბიძინაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი), ფატმან ყუბანეიშვილი (ბლოგერი) და სხვები ….
P.S. ამ ეტაპისათვის, ზემოჩამოთვლილ პირების გარდა, მოთხოვნებს უერთდება 1000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე და როგორც უკვე გითხარით, ხელმოწერების შეგროვება სოციალური ქსელებით გრძელდება …
წყარო: akhali.ge