„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს

არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.

არაოფიციალური ცნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს დღეებში გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართულ ოცნება“ ამ დილით დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. მან ამასთან დაკავშირებიტ ვრცელი ღია წერილი გამოაქვეყნა.