საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში“ ხანძარს საქონელის 50%-ზე მეტი გადაურჩა.
„ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. იყო ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა ხანძრის გავრცელება. გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონლის დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი” – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.
ცნობისთვის, ცეცხლი გავრცელებული იყო ორ ერთმანეთზე მჭიდროდ დაკავშირებულ შენობაზე, სადაც განთავსებული იყო სხვადასხვა დანიშნულების სასაწყობე ფართები და საამქროები.
წყარო: report.ge