სინოპტიკოსების ცნობით საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

წყარო: ptn.ge