უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ პანდემიის დროს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების გამო უპასუხისმგებლოს უწოდებს.

მისი შეფასებით, უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა, ხოლო პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა.

“ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი, და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასახდელად.

უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს, პრაქტიკულად, 2.5-ჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც პანდემიაა და პასუხისმგებლობა ფაქტობრივად, შენზეა და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

 

“რუსთავი2”