13-14 იანვარს ბრიუსელში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი. ვიზიტის მიზანი აშშ-სა და ბელგიას შორის ღრმა და მტკიცე პარტნიორობის, ასევე აშშ-ის ნატოსადმი ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა.
ბრიუსელში ვიზიტისას მაიკ პემპეო, ნატოს გენერალ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
წყარო: report.ge