ამ ადამიანს აქვს განვითარებული ალღო და არ უნდა იყოს დამარცხებული გუნდის ლიდერი — მელია ივანიშვილზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს განვითარებული აქვს ალღო და მას არ უნდა დამარცხებული გუნდის ლიდერობა.

“22 მილიარდი ლარით საგარეო ვალი არის გაზრდილი და წინა ხელისუფლების, დღემდე რომ ვერ მოუნელებია ბიძინა ივანიშვილს, ნაციონალური მოძრაობის დროს, ომის შემდეგ რაც იყო ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ქართული ოცნების დროს ეს მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი. ყველა პარამეტრით არის გაუარესება. ამ ადამიანს აქვს განვითარებული ალღო და მას არ უნდა, აქვს გამართლება რატომ არ უნდა, იყოს დამარცხებული გუნდის ლიდერი”, — განაცხადა მელიამ.