“ბიძინა ივანივშილი კი არ წავიდა, მოვიდა, 100%-ით მოვიდა! ის დროებით გაეცალა ამ საგიჟეთს, სადაც არავინ იცის ვინ უფრო მეტი გიჟია”- ასე აფასებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. . .
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, სადაც განაცხადა, რომ მისი მისია შეასრულებულია. “მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდე, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები”- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში. . “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის ამ გადაწყვტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე, რათა ბოლომდე მიიყვანონ მისი დაწყებული საქმე. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში.
“თუ ივანიშვილმა დაანგრია ქვეყანა, მაშინ ოპოზიციამ ააშენოს, მაგრამ მე ნანგრევებს ვერ ვხედავ. მე არ ვამბობ, რომ ბიძინა ანგელოზია, მაგრამ ფაქტია, რომ ჭკვიანი და გონიერი კაცია და ამ კრეტინებზე მაღლა დგას. . “ის დროებით გაეცალა ამ საგიჟეთს, სადაც არავინ იცის ვინ უფრო გიჟია. მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ წასულა, ის მოვიდა, დამოვიდა 100%-ით. სულ მაგ ჭკუაზეა, რომ სადმე წავიდეს . “პოზიციაში მისი შვილები დარჩნენ, ოპოზიციაში კი მისი შვილობილები, ახლა არჩიონ ერთმანეთში საქმე. როგორც შევარდნაძეს დაუჩოქეს დაბრუნდიო, ერთ დღესაც ვნახავთ, რომ მაგასაც დაუჩოქებენ დაბრუნდიო.
“მე ოპოზიციაც და პოზიციაც ორივე მეზიზღება, არცერთს არ უყვარს ჩემი ქვეყანა. მეცოდებიან ის გოგო-ბიჭები, რომლებიც ქუჩაში გულანთებულები დაგანან და მოტუყებული არიან ყველა პარტიასთან შეკრული პოლიტიკოსებისაგან”- განაცხადა “რეზონანსთან” გივი სიხარულიძემ.