ივანიშვილი ნახატების უძვირფასეს კოლექციას ყიდის – ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, სად მიმართავს თანხას მილიარდერი?

ივანიშვილი ნახატების უძვირფასეს კოლექციას ყიდის – ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, სად მიმართავს თანხას მილიარდერი?

პაბ­ლო პი­კა­სო, ეგონ შილე, ვი­ლემ დე კუ­ნინ­გი, ჯეფ კუნ­სი – ეს იმ მხატ­ვრე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, მან ბოლო დროს გა­დად­გმულ სხვა არა­ო­დი­ნა­ლურ ნა­ბი­ჯებ­თან ერ­თად, ამ კო­ლექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო.

“კო­ლექ­ცი­ის ერთი ნა­წი­ლი უკვე გა­ი­ყი­და, ფული კი “ქარ­თუ ფონდში” მი­ი­მარ­თა. რო­დე­საც და­ნარ­ჩე­ნი ნა­ხა­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბა, სახ­სრე­ბი ასე­ვე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს გა­და­ე­ცე­მა. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ რე­ა­ლი­ზა­ცი­ას არ და­ვე­ლო­დოთ და ნა­წი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ხით გა­დავ­ცეთ ფონდს“, – გა­ნა­ცხა­და მან ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა entrepreneur-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ე­რის ჰო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი – ის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფერმ­წე­რი ვი­ლემ დე კუ­ნინ­გია, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო მის კო­ლექ­ცი­ა­ში გახ­ლდათ პაბ­ლო პი­კა­სოს “დორა მა­ა­რი კა­ტებ­თან ერ­თად”. მან ეს ნა­ხა­ტი 2006 წელს “სოთ­ბის” აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა 95 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.