“ივანიშვილის მორიგი ტრიუკი, უსუსური მცდელობა, რომ ფინანსურ სანქციებს დააღწიოს თავი”- ზურაბ მელიქიშვილი

“ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის საკითხი, ისეთი როგორიცაა ფინანსური სანქციები, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი ქონების აბსოლუტური უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემას.

“ესაა ივანიშვილის ე.წ. მორიგი ტრიუკი, უსუსური მცდელობა, რომ ფინანსურ სანქციებს დააღწიოს თავი. სწორედ ამიტომ გადაიტანა ქონების ნაწილი ობშორულ ზონებში, ნაწილი კი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ. იგივე ქართუ ბანკის მიერ დაფუძნებულ ფონდში, სადაც თავადაა განმსაზღვრელი თუ როგორ მოიხმაროს თანხები.

ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ იმ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც მან ჩაიდინა და რომლის მეშვეობითაც ეს ქონება დააგროვა, პასუხისმგებლობა აუცილებლად მოსდევს. მათ შორის ფინანსური სანქციები. “