შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
“ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსიც ისეთი გადატვირთული აღარ არის, როგორიც მანამდე იყო” – განაცხადა ლევან რატიანმა.
წყარო: itv.ge