მოიცათ, ხალხო, ვინც არ უნდა იყოთ… გინდაც უკლებლივ ყველა ჩემ პოსტს ალაიქებდეთ და გულმხურვალე კომენტარებს მიწერდეთ!.. – მართლა ნუ შემატანინებთ რა ეჭვს თქვენ გონებრივ შესაძლებლობებში!..
დავიჯერო აბა ვინმეს მართლა გჯერათ, რომ ივანიშვილმა ყველა დაპირება შეასრულა, თავისი მისია ამოწურა, ერთ მუშტად შეკრულ პროფესიონალ პატრიოტთა გუნდი დატოვა და თავად კი სუფთა სინდისით განერიდა, რათა ამ ცქრიალა ბიჭებსა და გოგონებს თავისი უავგუსტესი ავტორიტეტით ხელი აღარ შეუშალოს ვასილ ჩიგოგიძის საათივით აწყობილი ქვეყნის ეფექტურად მართვაში???
მაპატიეთ და… – გააფრინეთ?!!
კი მინდა ახლა ავხსნა სინამდვილეში რაც ხდება, მაგრამ ვინც რაიმეს აზრზეა, ის ისედაც მშვენივრად ხვდება და – ვინც ღრუბლებში დაფარფატებთ ან ხელწასული ფანატიკოსი ბიძინისტები ბრძანდებით (რაც არსებითად არაფრით განსხვავდება მიშისტობიდან) მაინც ვერაფერს აგიხსნით და – აზრიი?!!?
პ.ს. ისე ნუ იზამთ, რომ აქედან გამაქციოთ, ან ყველა ერთიანად წაგშალოთ და ახალი მეგობრების ძებნას მივყო ხელი!!!
პ.პ.ს. ეს არ არის იუმორისტული პოსტი, გაბრაზებული პოსტია… ბიძინაზე კი არა, – თქვენზე ვბრაზობ და თუ ისევ მისი სადიდებელი კომენტარები უნდა წეროთ აქ, – უმორჩილესად გთხოვთ ნუ შეწუხდებით…
/გრინ ბარეტი/