ფუკასავით აგვაცალეს რეგიონში ტრანზიტი ქვეყნის როლი- ალიევმა დაალაგა, ფაშინიანმაც! თქვენ კი დაღუპეთ ქვეყანა “ოტ ი დო” …

რეალურად ფუკასავით აგვაცალეს რეგიონში ტრანზიტი ქვეყნის როლი… ჯამში ჩვენი მთავრობის ხეპრეობის ბრალიცაა.

სამაგიეროდ ირაკლი ლატარია ულოცავს ჩიჩილაკს ზეობას და ღარიბაშვილიც მიესალმება იმ კობახიძეს, რომელმაც ეროვნულობა სახიფათოაო … არადა მე რა უნდა მიკვირდეს რო ? ეს ის ლატარია არაა, მიშას პრეზიდენტობის დროს მრჩეველი რომ იყო … მერე პატრიოტებში გადაბარგდა და ეხლა იპოხავს თავს ვაზელინით ოცნების წინაშე… ეს ის ღარიბაშვილია რომელიც ბაქოს სუფრაზე პუტინის გვერდით ვახშმობდა და ხმაც არ გასცა და ჰმირად აქციეს მადლიერმა გამპრავებლებმა ყველა ჯურისა. ხოდა ალიევმა დაალაგა და პაშინიანმაც და თქვენ ბიძიკო ოტ ი დო დაღუპეთ ქვეყანა… სომხეთმა სარკინიგზო ტრანზიტი მიიღო რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით, ხოლო აზერბაიჯანმა პირდაპირი გზა თურქეთზე სომხეთის გავლით… ასტვაწ, ინჩუ ჰამარ ! ! ! იდიოტენ ხელში ვრჩებით – ალბათ ვიმსახურებთ ! მშვიდად იძინე რუსთველის და ჭავჭავაძის ერო ! ერეკლე II დაგსიზმრებოდეს ❤

ბექა კვიციანი,   ჟურნალისტი