გავრცელებული ხმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილი იყიდის.
ივანიშვილის კარზე ჩხარტიშვილი ერთ-ერთი დაწინაურებული პირია და ერთგვარად რუხი კარდინალის ფუნქციაც შეითავსა. რამდენჯერმე გაიჟღერა კიდეც, რომ ივანიშვილი ხშირად ჩხარტიშვილის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით არჩევს კადრებს.
როგორც ამბობენ, „რუსთავი 2“-ის მიმართ ლტოლვა ჩხარტიშვილს მუდამ ჰქონდა. წლების წინ მის საკუთრებაში იყო ტელეკომპანია „მზეც“.
სავარაუდოდ, ტელეკომპანიის მფლობელი ქიბარ ხალვაში მისი გასხვისების წინააღმდეგ არ წავა. მით უფრო, ტოტალური კრიზისის დროს, როდესაც რუსთავი 2 ვერაფრით იქნება ეკონომიკურად მომგებიანი საწარმო.
რამდენიმე დღის წინ ქიბარ ხალვაშმა ახალი საქმე წამოიწყო, რის შესახებაც ფეისბუქში პოსტიც დადო. ცხადია, რომ რუსთავი 2-ის გასხვისებით მიღებული ფული მისთვის ზედმეტი სულაც არ იქნება.