სად იყავით, თქვე ნაძირლებო? გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სქრინებს და წერს:

“სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით, პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?

სად იყავით თქვე ნაძირლებო, როცა ჩვენ ხმალამოღებულები ვიბრძოდით მუსლიმების მოხეში ჩაგვრის წინააღმდეგ ან ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაბლოკვის გამო?

ან ახლა სად ხართ, თქვე ნაძირლებო, გურიაში მუსლიმების ლამის რეპრესიები რომ მიდის და 24 საათიან რეჟიმში რომ იბრძვის მთავარი მათი უფლებების დასაცავად?

სად იყავით? თქვით რამე? დაიცავით თქვენივე თემის ინტერესები, ან თქვენივე რწმენის სხვა თემის ინტერესები?!

თუმცა რა კითხვა უნდა: იყავით და ხართ სუსის დავალებების შესრულების რეჟიმში. აი მანდ იყავით, ხართ და დარჩებით. ხო, დარჩებით, იმიტომ რომ სხვა მომავალი სუსის ვირთხებს, თან რელიგიური შუღლის გამღვივებლებს (რაც დანაშაულია), არ აქვთ.

ps გაქოცებულ ნაცებზე გულისამრევს ჯერ არაფერს გაუვლია ამ ქვეყანაში. მყრალი ღამურები. ერთი, მოპარული არჩევნებით აწ უკვე ქოცი დეპუტატი, მეორე – სუსთან კავშირ შეკრული, ქოცების ფულებზე დამჯდარი და ბოლნისის მერიის და საკრებულოს თავისი სადაქალოთი დამკომპლექტებელი…

pps მაგარ კომპანიაში ხარ Ahmed Imamkuliev

“ალია” აქვე შეგახსენებთ, რომ სამირა ისმაილოვა “ენმ”-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

ახმედ იმამკულიევი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, “ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ, ამჟამად, მარნეულში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეა. თუმცა, 2016 წლის არჩევნებზე იგი “ენმ”-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და საკრებულოში “ენმ”-ის ფრაქციის თავმჯდომარე.

ახმედ იმამკულიევზე, ნიკა გვარამია ცალკეც წერს წერილს სოციალურ ქსელში:

“ჩემი დაგმობა მგონი ამ პარტიის ბოლო პერიოდის კრედო გახდა. აწ უკვე, სუსის ნარატივის ციტირებით, მთლად.

სასაცილოა. უფრო შორს შეფასებებში წასვლას არ ვაპირებ, რადგან, რა რა, და მათი დაგმობა ნამდვილად არაა ჩემი კრედო, ან საერთოდ რამენაირი ინტერესი, სუ მცირედიც კი.

сейчас раздражен? выпей валерьянку Ahmed Imamkuliev

 

 

“ალია” შეგახსენებთ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილის შეფასებისას, სადაც ოლიგარქი მედიის შესახებ წერს, თქვა:

“ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და მოციქული მისი მუჰამედი გვარამია, ეს კაცი არ არის სტაბილური სააკაშვილის ნიადაგზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემს ნიადაგზეც.