(ვიდეო) ნიკა მელია:“ივანიშვილი არ არის გუშინ დაბადებული ბავშვი, ანუ ასეთი ადამიანი არ შეეგუება, რომ გავლენის სფეროები დაუთმოს ვინმეს”

“ბიძინა ივანიშვილი ბუნებრივია არ არის გუშინ დაბადებული ბავშვი, შეიძლება საღამოს დაიბადა, მაგრამ არა გუშინ საღამოს ხო, ანუ იმას ვამბობ, რომ ასეთი ადამიანი არ შეეგუება, რომ გავლენის სფეროები დაუთმოს ვინმეს,” – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ეცდება გავლენა შეინარჩუნოს.

“როდესაც ადამიანი ამბობს წავიდა, მას ეს უნდა თუ არა, ბუნებრივია ის ეცდება გავლენა შეინარჩუნოს, მაგრამ იმდაგვარი გავლენა მას ვერარ ექნება. ეს ასე მუშაობს რელურ პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი ბუნებრივია არ არის გუშინ დაბადებული ბავშვი, შეიძლება საღამოს დაიბადა, მაგრამ არა გუშინ საღამოს ხო, ანუ ასეთი ადამიანი არ შეეგუება, რომ გავლენის სფეროები დაუთმოს ვინმეს “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ უნდა მას თუ არ უნდა ეს გავლენები მას შეუმცირდება. ამაშ დიდ გავლენას შეიტანს მისი გუშინდელი გადაწყვეტილება. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ გაძლიერებული ოპოზიციაც დიდ წვლილს შეიტანს.” – განაცხადა მელიამ.

იხ: ვიდეო: